LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო სოფელი არ გვექნება: მერია სოფლის ასაშენებელ თანხას დაარიგებს

126
2-65

თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი დედაქალაქის მერიამ პანდემიის გამო მიიღო. გულდასაწყვეტი ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ერთმანეთის სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. საახალწლო სოფელი ქმნის მიზიდულობის ცენტრს. ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებითა და ბაბუებით და, რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა სიტუაციის კონტროლი. უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ არ შეხვიდეთ საახალწლო სოფელში, იმიტომ რომ ბევრი ხალხი არისო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი წელს არ გაკეთდებოდა“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის თქმით, საახალწლო სოფლის აშენება 700-800 ათასი ლარი ჯდებოდა და თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში.

„ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ეს იქნება საკვები პროდუქტები თუ წინასაახალწლო დღეებში უზრუნველყოფა“, – განაცხადა მერმა.

კალაძის თქმით, ამისთვის სპეციალური პლატფორმა უკვე შექნილია და 500 ათასი ლარი სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილია.

მერმა აღნიშნა, რომ საკვები პროდუქტების დარიგება მომდევნო დღეებში დაიწყება.

დედაქალაქის ნაძვის ხეს წიწვები და ტოტები დაემატება: მერიამ ასე გადაწყვიტა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები