LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კამპანია ივლისში დაიწყება – ირაკლი კობახიძე

100
1557682243

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოში პანდემიის პრობლემა ზაფხულისთვის მოგვარდება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვარაუდობს, რომ საარჩევნო კამპანია ივლისიდან დაიწყება, თუმცა მანამდე საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განიხილონ და შემდეგ დაამტკიცონ. კობახიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ პრობლემები მაქსიმალურად გადაიჭრას და საბოლოო ჯამში, დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. ამის შემდეგ გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დამტკიცდეს. ივლისიდან დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. დარწმუნებული ვარ, ამ კამპანიას საფრთხე არ შეექმნება, მათ შორის არც პანდემიით და 31 ოქტომბერს საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები