LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი“, „ან დაგიჭერთ ან ჩავაქოლინებთ თქვენს თავსო…“, „21-ე საუკუნეში ამის მეტს რომ ვერაფერს მოიფიქრებ, ძალიან მძიმედაა შენი საქმე“ – ვინ როგორ ეხმაურება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ მონაცემთა ბაზის შექმნას

237
ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნაზე გამოხმაურებები

მმართველმა გუნდა დღეს დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვინც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას და თქვა, რომ „ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანზე საუბრისას თქვა, რომ ისინი იცავენ არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამართალდამცავებს, არამედ „საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმურ ინტერესებს“.

„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ ქსელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღქმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას ამაზე რეაქცია ექნება, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნას ოპოზიციონერი დეპუტატები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და ზოგი მათგანი იუმორნარევი ტონით აფასებს დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე:

„ვერ ითმენენ, უკვე ვერ ითმენენ იარლიყების და შავი სიების გარეშე“  

უსაფრთხოების ექსპერტი და ანალიტიკოსი, ანდრო გოცირიძე:

„ნამდვილად ევროპული სულისკვეთებით გაჟღენთილი გადაწყვეტილებაა. სრულად თავსებადია ევროკავშირთან.

შოლცი თუ რამეს იტყვის, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მსგავსი მათაც ჰქონდათ 1933-1945 წლებში და ჩვენც ნუ აგვიკრძალავენ. ბიოლის ერთი პატარა მოთხრობა გამახსენდა, რომელიც ვერასდროს ვერ მოვიშორე ამდენი წლებია, ვერ დაკარგა აქტუალობა“

თეონა აქუბარდია: „შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ“

ამ განცხადებით დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ეს არის რეპრესიების დაანონსება.

გადაცემა „რეალური სივრცე“, ტელეწამყვანი და პროდიუსერი, ნინო ზაუტაშვილი:

„ბაზაში შეყვანამდე მოგახსენებთ ჩემს აზრს, 21-ე საუკუნეში ამის მეტს რომ ვერაფერს მოიფიქრებ, ძალიან მძიმედაა შენი საქმე“

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე

„უნდა მივმართოთ საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების საელჩოებს, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებს: ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ მისგან მართული პარა-მილიტარული ჯგუფების მეშევობით საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დევნის და მათზე ფიზიკური ძალადობის გაცხადებული პოლიტიკა, რაც მიმართულია „ოცნების“ მხრიდან ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისკენ. ამით მხოლოდ რუსეთს შეუძლია ისარგებლოს და რეგიონი ჩაძიროს ქაოსში. ამ გზით „ოცნების“ ხელისუფლება არა მხოლოდ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას ცდილობს, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე რუსული შესუსტებული გავლენის დაბრუნებას!!! ეს მარტო პრო-რუსული კი არა, უკვე ტერორისტულ რეჟიმად ყალიბდება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს!!!“

პიარის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე:

„ისეთ კარგ სიას ადგენენ , მანდ თუ არ მოხვდი ადამიანი თავი გაქვს მოსაჭრელი“

ისეთ კარგ სიას ადგენენ , მანდ თუ არ მოხვდი ადამიანი თავი გაქვს მოსაჭრელი 😂

Posted by Tayona Bagdavadze on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024

ყოფილი სახალხო დამცველი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, უჩა ნანუაშვილი:

„ვითომ აქამდე არ აქვთ კრიტიკოსთა რეესტრი“

1937 შიც იდეაში 'დალაიქების' გამო ხვრეტდნენ

Posted by Ucha Nanuashvili on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე:

„ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა და ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, როდესაც მსგავს სისულელეს აცხადებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საზღვრები გადალახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

ყველა კანონი, დაწყებული აგენტების „რუსული კანონით“ და დამთავრებული სხვა კანონებით, მათ შორის, აი, ამ ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს – დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს „ქართული ოცნება“. ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ეს განცხადება არის უკანონო, არაკონსტიტუციური და რაღაც ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი, რომელსაც დღეს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ იყენებს, გარდა ორი თუ სამი ავტორიტარული სახელმწიფოსი“

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია:

„ხომ არ გჯერათ, ვინც ამ რუსულ კანონს თავგამოდებით აპრავებთ! მაინც იცოდეთ, რას ახალისებთ, რაზე აწერთ ხელს! დიქტატურას ამყარებენ ტიპები. ან დაგიჭერთ ან ჩავაქოლინებთ თქვენს თავსო“

magti 5g