LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთმა საერთაშორისო ავიარეისებზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

152
shutterstock-407161483

საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო ავიარეისებზე შეზღუდვები 19 აპრილამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულის მიზეზად კი ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მატება სახელდება.

როგორც „ავიანიუსი“ წერს, იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის შიგნით ავიარეისების შეზღუდვა 12 აპრილამდე გადაიწევს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში შესული ნებისმიერი უცხოელი იზოლაციაში რჩება 9 დღის განმავლობაში. ასევე საბერძნეთში გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ელ. ფორმის შევსება https://travel.gov.gr/#/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები