LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში 41 წლის ქართველი კაცი დაჭრეს, მას 12 ტყვია აქვს მოხვედრილი

189
medium_2022-08-08-64bfd14a1d

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 41 წლის საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. მას 12 ტყვია აქვს მოხვედრილი და მკურნალობას კომოტინის საავადმყოფოში აგრძელებს.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.

პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g