LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც აფთიაქიდან ფული მოიპარა

127
დაკავებაა

საბერძნეთში 34 წლის ქართველი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა. მამაკაცი ადგილზე დააკავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, რომელიც ადგილზე პატრულირებდა. ინფორმაციას ბერძნული მედია წერს.

პოლიციის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგი გამოძიებით დაადგინეს, რომ დაკავებული იმავე ტერიტორიაზე 2021 წლის დეკემბრიდან კიდევ სამ დაწესებულებაში, საეკლესიო ნივთების მაღაზიაში, აფთიაქში და საკონდიტროში შეიჭრა. ქართველი მამაკაცი ფულსა და სხვადასხვა პროდუქტს იპარავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები