საბერძნეთში ასობით სკოლა იხურება, რადგან დემოგრაფიული მაჩვენებელი მკვეთრადაა შემცირებული, რაც ბუნებრივია, მოსწავლეთა რაოდენობაზეც აისახება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის 13 478 სკოლიდან 721 დაიკეტება, რადგან მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობას ვერ შეაგროვებს.
სკოლებთან ერთად დაიხურება ბაღებიც, რადგან დაწყებითი განათლების საფეხურზე ბავშვების სიმცირე ყველაზე მეტად იგრძნობა. განათლების სამინისტროს ცნობით, ტენდენცია ყველაზე შესამჩნევი სოფლებში, კუნძულებზე და რამდენიმე ქალაქშიც კია.
იმისათვის, რომ სკოლამ ფუნქციონირება შეძლოს 15-ზე მეტი მოსწავლე უნდა ჰყავდეს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება 3 წლის ვადაში საერთოდ უქმდება.
რაც შეეხება საბერძნეთში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს, ის შობადობის შემცირებასთან ერთად სპეციალისტების დაზუსტებით, მიგრაციის დამსახურებაცაა.