LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში მოსწავლეების განტვირთვა გადაწყვიტეს

105
refugees-school

მომავალი სასწავლო წელი ბერძენი მოსწავლეებისთვის განსხვავებულად დაიწყება: შესასწავლი მასალის მოცულობა დაწყებით და საშუალო კლასებში 30%-ით შემცირდება. სიახლის შესახებ ევროკომისია წერს.

მთავარი სიახლე ისაა, რომ მოსწავლეებს თავად შეუძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი თემების ამოღება სურთ პროგრამიდან. ეს შეეხება მხოლოდ იმ მასალას, რომელიც აუცილებელ მინიმუმში არ შედის. ასეთი მიდგომა შესაძლებელს გახდის საკვანძო თემებზე აქცენტირებას და სწავლის პროცესის კონკრეტულ კლასზე ადაპტირებას.

განტვირთვა არ შეეხება უმაღლეს კლასებს – იქ პროგრამა გამოცდების გამო უცვლელი დარჩება.

რეფორმა მასწავლებლებს მომავალში შესაძლებლობას მისცემს აირჩიონ ის წიგნები, რომლითაც სურთ მუშაობა, მოსწავლეებს კი ციფრულ ბიბლიოთეკაზე მისცემს წვდომას, რათა დამატებითი მასალების გაცნობა შეძლონ.

ცვლილების მიზანი – დატვირთვის შემცირება, პრაქტიკული ჩვევების და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები