LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში პოლიციელებისთვის ძალიან ნელი მანქანები შეიძინეს

52
citroennews

საბერძნეთის მუნიციპალიტეტმა ძალიან იაფფასიანი და თან ნელი საპატრულო ავტომობილები შეიძინა. კუნძული ჰალკის პოლიციის დაქვემდებარებაში Citroen Ami-ს 4 ელექტროქარი გადავიდა და თითოეული მოდელის სიმძლავრე სულ რაღაც 8 ცხენის ძალაა. ორი ელექტროქარი ქუჩებს გააკონტროლებს, ორიც – სასაზღვრო ხაზს. სიახლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 45 კმ-ს არ აჭარბებს, სვლის მარაგი 70 კილომეტრია.

კუნძული ჰალკის ფართობი მხოლოდ 27 კვადრატული კილომეტრია, ამ მასშტაბისთვის კი მსგავსი ტრანსპორტი სრულებით საკმარისი უნდა იყოს. Ami-ს ფასი 6000 ევროდან დაიწყება.

საბერძნეთის მთავრობამ ჰალკის მთელი ავტოპარკი განაახლა. გარდა Citroen-ის ელექტროქარებისა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა კიდევ 2 კროსოვერი C4, მინივენი E-spaceTourer და ფურგონი E-Jumpy მიიღეს. ამ გზით სახელმწიფო სტრუქტურები მთლიანად ელექტრომობილებზე გადავლენ.

რაც შეეხება სხვა კუნძულებს, მაგალითად ასტიპალეს, რომელიც შედარებით დიდია, ბენზინისა და დიზელის ავტომობილებზე უარს 2026 წლიდან იტყვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები