LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კაპენტერი Alice in Wonderland-ში მთავარ როლს შეასრულებს

115
photo-collage.png (1)

საბრინა კარპენტერი პირველი მნიშვნელოვანი სამსახიობო როლისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ Universal Pictures ლუის კეროლის 1865 წლის საბავშვო სათავგადასავლო ნოველის – ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში” ახალ მხატვრულ ეკრანიზაციას გადაიღებს, რომელიც კინომიუზიკლი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მთავარ პერსონაჟს, სწორედ კარპენტერი განასახიერებს. მოარული ხმების თანახმად, ის პროექტის პროდიუსერის ამპლუასაც მოირგებს.

Alice in Wonderland 19 წლის ალისა კინგსლის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრება უეცრად რადიკალურად იცვლება. წიგნი აღწერს, თუ როგორ მოხვდება გოგონა კურდღლის სოროდან უცნაურ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ანთროპომორფულ არსებას შეხვდება. საკულტო ნაწარმოების ყველაზე პოპულარული და ცნობილი ადაპტაციებია დისნეის ამავე სახელწოდების 1951 წლის ანიმაცია და ტიმ ბარტონის მიერ გადაღებული 2010 წლის ლაივ-ექშენ სურათი.

ცნობისთვის, საბრინა კარპენტერის სამსახიობო დებიუტი 11 წლის ასაკში NBC-ის კრიმინალური სერიალის – ,,სამართალი და წესრიგი: სპეციალური მსხვერპლთა განყოფილება” მე-12 სეზონში შედგა. მუსიკალური კარიერა კარპენტერმა 2014 წელს დაიწყო, როცა 15 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები