LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერი ლეგენდარულ საშობაო ჰიტებს გადაამღერებს

186
საბრინა კარპენტერი

უკვე ცნობილია, რომ მომღერალი საბრინა კარპენტერი, რომელმაც თავისი ჰიტით Espresso პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა, ამჯერად ნამდვილ საახალწლო დღესასწაულს გვპირდება.

25 წლის ვარსკვლავი, რომელიც ცოტა ხნის წინ MTV Video Music Award-ის გამარჯვებული გახდა, „ნეტფლიქსის” მთავარ საშობაო შოუს წაიყვანს, სადაც სტუმრებსაც უმასპინძლებს და დუეტებსაც შეასრულებს.

ასევე ცნობილია, რომ საბრინა ყველა კლასიკურ საშობაო სიმღერას გაადაამღერებს და ახალი ალბომიდან პრემიერებსაც გვპირდება.

„დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა, მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, ჩემი წვლილი შევიტანო ლეგენდარული სიმღერების ახლიდან გაცოცხლებაში” – განაცხადა კარპენეტრმა.

მართალია კარპენტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა, არნახული პოპულარობა მასთან სწორედ სიმღერის Espresso გამოსვლის შემდეგ მივიდა, როცა სიმღერამ „ბილბორდის” ჩარტები დაიპყრო. ამას მოჰყვა ჰიტი Please Please Please, რომელიც ასევე „ბილბორდის” ფავორიტი გახდა.

მალევე საბრინამ გამოუშვა კლიპი სიმღერაზე Taste, რომელშიც ჯენა ორტეგამ მიიღო მონაწილეობა.

ფოტო/ვიდეო: საბრინა კარპენტერის სადებიუტო პერფორმანსი MTV Video Music Awards-ის მთავარ სცენაზე და მადონას ტრიბიუტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები