6 აპრილს, საბრინა კარპენტერი სიმღერის – House Tour კლიპს გამოუშვებს. მომღერალმა სიახლე სოციალურ ქსელში სპეციალური თიზერით დააანონსა.
ცნობილი გახდა, რომ ვიდეოში არტისტთან ერთად მსახიობებს – მადელინ კლაინსა და მარგარეტ ქუალის ვიხილავთ.
გავრცელებული კადრებისა და ინფორმაციის მიხედვით, მუსიკალური რგოლი ასახავს ,,პიჟამა ფართის” სტილის წვეულებას, რომელიც ტრეკის შინაარსს მიჰყვება.
80-იანი წლების პოპ-სტილში გადაწყვეტილი სიმღერა სექსუალური ქვეტექსტებითა და ორაზროვანი მეტაფორებითაა გაჯერებული. კრიტიკოსებმა მას ,,მხიარული და თამამი ჰიმნი სექსუალური სურვილების შესახებ” უწოდეს.
ცნობისთვის, იმავე დღეს House Tour საბრინა კარპენტერის მეშვიდე სტუდიური ალბომის – Man’s Best Friend (2025) მეოთხე სინგლად დარელიზდება.