LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერი ახალ დისკს გამოუშვებს

167
photo-collage.png (1)

საბრინა კარპენტერი მეექვსე სტუდიური ალბომის – Short n’ Sweet რელიზიდან ერთი წლის თავზე, ახალ დისკს გამოუშვებს. Man’s Best Friend – ასე ჰქვია არტისტის მეშვიდე სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს, 29 აგვისტოს იხილავს.

,,მოუთმენლად ველი, თუ როდის გახდება (ალბომი) თქვენი” – დაპოსტა კარპენტერმა.

სიახლეს წინ უძღოდა მომავალი მუსიკალური პროექტის მთავარი ჩანაწერი – Manchild. სიმღერის რელიზი თანმხლებ კლიპთან ერთად, 5 ივნისს შედგა.

შეგახსენებთ, რომ შარშან საბრინა კარპენტერმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ცხრა წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კარიერის განმსაზღვრელი დისკი გამოუშვა. ალბომი – Short n’ Sweet და მასში შემავალი სინგლები – Espresso და Please Please Please შემსრულებლის წარმატების სიმბოლოდ იქცა. ფირფიტა 2024 წლის 23 აგვისტოს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები