ყველასთვის მოულოდნელად, საბრინა კარპენტერმა ახალი დისკის გამოსვლა დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი არტისტი მომავალ მუსიკალურ პროექტს, ზაფხულის ბოლომდე გამოსცემს.
25 წლის შემსრულებლის მეექვსე სტუდიურ ალბომს – Short n’ Sweet ჰქვია და ის დღის სინათლეს 23 აგვისტოს იხილავს. 6 ივნისს, ახალგზარდა მომღერალი მსმენელს სიურპრიზს უმზადებს, რომლის დეტლები არ გაუმხელია. ვარაუდობენ, რომ ხუთშაბათს მუსიკოსი კრებულის მეორე სინგლს წარადგენს.
ლონგფლეიდან უკვე ცნობილია მთავარი ნამუშევარი – Espresso, რომელიც კარპენტერის 9 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, პირველი წარმატებული ჩანაწერი აღმოჩნდა.
ვიდეო: ადელს საბრინა კარპენტერის ახალი სინგლი ძალიან მოსწონს