LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საცობის პრობლემის მოგვარებას სჭირდება დეცენტრალიზაცია, რაც ამათთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია – სანამ თბილისის მიღმა არ გაჩნდება ბევრი მესაკუთრე, იქამდე საცობებს არაფერი ეშველება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 

146
Untitled design (1)

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, საცობებთან დაკავშირებით პოსტს წერს.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„საცობებზე და პასუხისმგებლობაზე..

თბილისში საცობების გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყანაში გარდა თბილისისა (და შეიძლება ბათუმისა) სხვაგან უბრალოდ არ იცხოვრება.

არ იცხოვრება არა იმიტომ, რომ იქ არ არის გზა, დენი, წყალი, კანალიზაცია, ინტერნეტი, არამედ, არ იცხოვრება იმიტომ რომ იქ არსებობა ან საერთოდ შეუძლებელია, ან რაღაც მომენტში ადამიანი აცნობიერებს, რომ თბილისში საათში მეტის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე სადმე სხვაგან ქვეყნის შიგნით და თუ ქვეყნიდან გაქცევას ვერ ახერხებს, მოდის თბილისში.

ეს ხდება იმის გამო, რომ სისტემა გვაქვს მოწყობილი შუა საუკუნეების პრინციპით:

  • ყველაფერი არის თბილისი;
  • ყველაფრის მფლობელი ამ ქვეყანაში არის თბილისი – მიწების, ტყეების, წიაღისეულის;
  • მთელი ფული თავს იყრის თბილისში და მერე აქედან ნაწილდება;
  • ვალებს, დამატებით ფულს, იღებს თბილისი;
  • ფულს ბეჭდავს თბილისი;
  • ფულის მთავარი მხარჯველი ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობა – არის თბილისში;
  • თბილისი არის ჭიპი და თუ უბრალოდ ცოცხლად გადარჩენაზე მეტი ამბიცია გაქვს, მოდიხარ აქ (ან ამერიკაში, მექსიკის გავლით).

მანამ სანამ ამ სისტემას არ შევცვლით,

მანამ სანამ ქვეყანაში არსებული აქტივები (მიწა, ტყე, წიაღისეული) არ გადავა მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში და თბილისის მიღმა არ გაჩნდება ბევრი მესაკუთრე,

მანამ სანამ რეგიონებში შექმნილი დოვლათიდან გადასახადების უდიდესი ნაწილი არ დარჩება ადგილზე,

მანამ სანამ ბიუჯეტის ფული იხარჯება პოლიტიკური მიზნებისთვის ანუ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის (და პოლიტიკა ამ ქვეყანაში, ასეთ სისტემაში, კეთდება ცენტრში ანუ თბილისში),

მანამდე თბილისში საცობებს არაფერი ეშეველება. პირიქით.

ვერანაირი ესტაკადები, ხიდები, „ბასლაინები,“ ჭკვიანი შუქნიშნები და ახალი რეგულაციები ამას ვერ უშველის.

კალაძის და წილოსანის პრობლემა ის კი არ არის რომ საცობებს ვერ შველიან,

მათი პრობლემა ისაა რომ წლებია ატყუებენ ხალხს თითქოს იციან როგორ უშველონ და უბრალოდ დრო სჭირდებათ.

მარტო მათი პრობლემაც არაა. ყველა იმ ადამიანის პრობლემაა რომელთაც 2 სტატია წაიკითხეს რომელიღაც ნობელიანტის და გადაწყვიტეს რომ ზუსტად იციან როგორ დაალაგონ თბილისში მოძრაობა რომ საცობები აღარ იყოს, გინდა პოლიტიკოსი იყოს, გინდა ჟურნალისტი და გინდა „ექსპერტი.“

ერთი ლარიზაციამ აიძულა ადამიანები დოლარი აღარ გამოეყენებინათ და მეორე „ბასლაინები“ და 18 მეტრიანი ავტობუსები აიძულებს მათ მანქანით აღარ იარონ.

საცობის პრობლემის მოგვარებას სჭირდება დეცენტრალიზაცია,

გატრუხდა ეს სიტყვა, მაგრამ ყველაზე ზუსტად გადმოსცემს შინაარსს.

უფრო მარტივად – თბილისის მიღმაც უნდა იცხოვრებოდეს და საკარმიდამო მიწის ნაკუწების იმედად არ უნდა იყოს მიგდებული ხალხი,

მაგრამ ეს არ მოხდება ამათ ხელში.

დეცენტრალიზაცია ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას, რაც ამათთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია,

საცობებზე და პასუხისმგებლობაზე

თბილისში საცობების გამომწვევი მიზეზი არის ის რომ ამ ქვეყანაში გარდა თბილისისა (და…

Posted by Zurab Girchi Japaridze on ოთხშაბათი, 13 დეკემბერი, 2023

ჰოდა ან ამათ და სისტემას ვცვლით (რაც უამრავ სხვა პრობლემასაც აგვარებს) ან ვასიგნალებთ,“ – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„კეთილის მოსურნეებს ვთხოვ, ნუ შემოვარდებიან ფრაზებით, თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა“- რა განმარტებას აკეთებს დღევანდელ საცობზე ვიქტორ წილოსანი

„უკვე ქალაქსაც დაეტყო, გვახსოვს, დილით როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო“ – უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ვაშაძე: „თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g