LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად აღარაფერია, არის კოტეჯების ფრაგმენტები“ – თემურ მღებრიშვილი

172
racha

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, იმ ტერიტორიებზე,ს ადაც კოტეჯები იყო, აღარაფერია. მისი თქმით, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.

„მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მოგეხსენებათ, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ეტაპობრივად ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოებს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა. დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვიდეო: „ცოცხალს აღარავინ ეძებს, მკვდარი გვაპოვნინა ვინმე.. საფლავის გარეშე ნუ დარჩებიან..“ – აღელვებული მოქალაქე ემოციებს ვერ იკავებს

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

სასტუმრო „სანსეტ შოვი“: ჩვენი ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას

magti 5g