LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „სანსეტ შოვი“: ჩვენი ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას

296
1691087733-365226599_676498907851798_6221264206644928879_n

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას, – ამის შესახებ სასტუმრო „სანსეტ შოვი“ განცხადებას ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს, ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი. მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა მათგანის ნივთებიც კი გამოიტანეს ოთახებიდან.

ამის შემდეგ, სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება მომავალ ჯავშნებს, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.

და ბოლოს, თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო ?????? ????? აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნება თქვენი საყვარელი ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ღამეს ვერ გადაიტანენ…ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც” – ახალგაზრდა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

შოვშვი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.

ამავე თემაზე:

შოვში მეწყერი ჩამოწვა 

შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g