საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კომპანია „ელ+“-სგან საჩუქრად 300 ერთეული ქართული წარმოების, 6 კგ-იანი ცეცხლმაქრი უსასყიდლოდ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელ+“-ის ქარხანა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.
„ელ+“ ევროსტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის სახანძრო ინვენტარს, მათ შორის: ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარს, სახანძრო კარადებს და ა.შ.
