LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

689
fot (3)

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე

„გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის მოზარდი, აითაჯ შახმაროვა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

გარდაცვილი მოზარდის ქმართან ერთად დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალად ედებათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ვიდეო: „მითხრა, მაგას თუ იზამ, შენი შვილის გვამს ნახავო.. არც ვიცოდი, რომ 28 წლის იყო.. მისი ოჯახი მეუბნებოდა რომ 22-ის იყო“ – 14 წლის აითაჯის დედა კაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა

საქმის პროკურორი თქმით, დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ქმართან დააბრუნა.

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

ამავე თემაზე:

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

„ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო“ – რას პასუხობს სკოლის დირექტორი სამირა ბაირამოვას, 14 წლის აითაჯის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდაო.. ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება“ – სამირა ბაირამოვა 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g