ავტოსაგზაო შემთხვევას საგარეჯოში ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჩაილურთან ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შედეგად ავტომობილში მჯდომი 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების დროს დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
