LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საიდუმლოს გაგანდობთ… ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას“ – რას აცხადებს რეზნიკოვი დონბასსა და ყირიმზე

56
ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა არ იღებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან „მშვიდობიანი“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს:

„ჩვენ (ომის დროს) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ.

მედვედევი: უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“

საიდუმლოს გაგანდობთ, (ბელარუსსა და სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე) ჩვენ რუსებს ვუთხარით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე უნდა დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ასეთი ვარიანტი შეუძლებელია.

ახლა უკრაინა ყირიმისა და დონბასის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. „24 თებერვლამდე“ ვარიანტი აღარ არსებობს.“ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვრცლად გაეცნობით:

კადიროვი უკრაინას „ელიტური მებრძოლები“ ემუქრება და აცხადებს, რომ ისინი აქამდე პუტინის ბრძანებით „ისვენებდნენ“

ISW: იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე რუსეთი სრულ კონტროლს მოიპოვებს

ზელენსკი რუსებს: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენ გარეშე, საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე

ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

გენშტაბი: უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

mazda magti 5g