LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

140
სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს, თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და საგამოძიებო მოქმედებები სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ.

შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

📢 საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს …

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g