LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელოვანი მოგზაური გიორგი სენკევიჩი – ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნეს

187
ვარსკვლავი

„სახელოვანი მოგზაური” – ამ წარწერით გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან ვარსკვლავი გაუხსნა.

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისში ქვაფენილიან გზას წვიმაში აგებენ (ვიდეო)

 

„გზები რას გვიგავს. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც მტვერს მიაქვს ყველაფერი. სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობითაც ყველაზე რთული ვითარებაა ამ ქალაქში. ამ დროს, ქალაქის მერი დადიოდეს ექსკურსიებზე და ამდენ ფულს ხარჯავდეს, უტიფრობაა. ქუთაისს ჰყავს მოგზაური მერი, ქალაქი თავზე გვემხობა და ეს ხან ლონდონშია, ხან კიდევ ამერიკაში. რაც გამოდის კარგად, ეს მოგზაურობაა, ჰოდა მერიის წინ იყოს სახელოვანი მოგზაურის ვარსკვლავი”, – განუცხადა გოგი წულაიამ ჟურნალისტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები