LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახეს“ 13 იანვრის კონცერტზე ახალი ჰიტი, „პირბადე“ დაიბადება

456
page
ყველა თაობისთვის საყვარელი და მონატრებული ჯგუფი „სახე“ საახალწლო კონცერტით ძველით ახალი წლის ღამეს ბრუნდება. კონცერტი გაიმართება „ოტიუმში“, 13 იანვარს, კარი 22:00 საათზე გაიღება. დამსწრე საზოგადოება „სახესთან“ ერთად გაატარებს ძველით ახალი წლის ღამეს. შესრულდება ყველა ცნობილი სიმღერა ჯგუფის რეპერტუარიდან, ასევე ახალი კომპოზიციებიც.
კონცერტის ორგანიზატორია კომპანია ,,რედ ველვეტი”, რომელიც საკონცერტო მიმართულებითაც იმუშავებს და ასევე შოუბიზნესისა და კულტურის მიმართულებით ახალ პროექტებს შესთავაზებს საზოგადოებას.

კონცერტის დეტალების შესახებ რადიო ,,ფორტუნასთან” დათო ხუჯაძემ ისაუბრა.

,,საქართველოდან ეს პერიოდი წასული ვიყავი, შესაბამისად ვერ შევძელი მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობა მიმეღო. და აი, ახლა გადავწყვიტე ძველით ახალ წელს შევიკრიბოთ და მშვენიერი საღამო გავატაროთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რაიმე ახალი შევთავაზოთ მსმენელს და გამონაკლისი არც ძველით ახალი წლის კონცერტი იქნება. შედგება ახალი სიმღერის პრემიერა რომელსაც ჰქვია „დღეგრძელი იყოს ყველა ქართველი“ ან უბრალოდ „პირბადე“,  – ასე დავარქვით ჩვენ. ასევე, ბუნებრივია, იქნება ძველი სიმღერები. სადაც ამდენი ხანია ვაკეთებთ ამ საქმეს, კიდევ დიდ ხანს გავაკეთებთ, ვიდგებით სცენაზე მანამ, სანამ ეს შეგვეძლება”, – აღნიშნავს დათო ხუჯაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები