LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლები დაიბზარა, მიწები დაიმეწყრა – ჭიათურაში კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა პირი

99
photo-2021-05-18-09-56-28

სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ 2-მა ადამიანმა პირი ამოიკერა. სულ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას უკვე 5-მა ადამიანმა მიმართა.

მათი განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს.

პროტესტის მონაწილეები კომპანიას ორ დღეს აძლევენ. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში პროტესტის ამ ფორმას შესაძლოა, სხვებმაც მიმართონ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” ინფორმაცია სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, 2 დღის წინ გაავრცელა.

კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება შედგა და ისინი კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც, პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g