LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმაოდ ნაყოფიერი იყო..“ – პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

60
BeFunky-collage (6)

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. გასული სესიის საქმიანობას ნაყოფიერად აფასებს მმართველი გუნდი.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, არსებული გამოწვევების მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტია მიღებული, რაც მისი თქმით, საშემოდგომო სესიაზეც გაგრძელდება.

„საგაზაფხულო სესია იყო საკმაოდ ნაყოფიერი და იყო რთული გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან. იმ ფონზე, როდესაც უკრაინას მხარს ვუჭერდით ძალიან ბევრი შიდა კანონპროექტები მივიღეთ, ასევე შევუერთდით ძალიან ბევრ საერთაშორისო აქტს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს საშემოდგომო სესიაზე გავაგრძელებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

ამასთან, სესიის დახურვის მიუხედავად, სავარაუდოდ, რამდენიმე რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეიძლება გახდეს საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g