უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელესკიმ ასევე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ეუთო-ს სპეციალური სხდომა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პარტნიორებისგან ახლა „მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან“.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ განაგრძობენ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ აყვებიან პროვოკაციებს.
ზელენსკი: ახლა ქაოსის დრო არ არის, დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და პროვოკაციას არ წამოვეგებით
„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის არ გვეშინია, არავის არაფერი გვმართებს, არავის არაფერს მივცემთ და ამაში დარწმუნებული ვართ, რადგან ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია. სხვა ქვეყანა, სხვა არმია, ერთი მიზანი. ეს არის მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში! დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ და უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ნორმანდიულ ფორმატში მონაწილეობენ უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია.