სალომე გოგიაშვილი და ნიკა ხაჩიძე სერიალში „მარჯვენა სანაპირო“ ცოლ-ქმარს ასახიერებენ, რომელთა ცხოვრებასა და ურთიერთობაში ბევრი სირთულეა.
როგორც ტელესახე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მისი მეუღლე ამბობს, რომ სალომე რეალურად საკუთარ თავს განასახიერებს:
„მეუღლემ მითხრა, აქ ნამდვილად არ თამაშობ, რეალური სალომე ხარო. განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, სადაც ჩემს ქმარს ვეჩხუბები. ამბობდა, ბედნიერია ნიკუშა, რომ ასეთ სახეს მხოლოდ გადასაღებ მოედანზე ხედავს და არა – მთელი ცხოვრებაო…“