სალომე გოგიაშვილი „ტვ პირველის“ გადაცემას „პირველი ხაზი“ სტუმრობდა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„დღეს ყველაფერი იყიდება ინტერნეტის მეშვეობით. როდესაც გინდა, რომ ბიზნესი განავითარო, ეს ძალიან მარტივია. შემიძლია, სახლიდან გაუსვლელად ვიყიდო ბევრი რამ. თუკი არჩევანი გვაქვს ჯანმრთელობასა და ფულის შოვნას შორის, მე არჩევანს ჯანმრთელობაზე გავაკეთებდი“, აღნიშნა ტელესახემ.
„ ჩემ გარშემო ძალიან დიდი კლასტერია ჩემი ნათესავების, ძალიან ვფრთხილობ, არ მინდა, ვიყო მათი ინფიცირების მიზეზი, ამიტომაც სახლიდან გასვლას მოვერიდები. ეს ჩემი პირადი აზრია, ზოგს შეუძლია გაითვალისწინოს, ზოგს – არა. ეს არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, ნამდვილად ძალიან საშიშია. სხვა ვირუსით როცა ვინფიცირდებოდით, არ გვქონდა ისეთი ისტერიკა, როგორიც კორონავირუსის შემთხვევაშია. მგონია, მეტი სიფრთხილეა საჭირო. ისეთ თემებს შევეხეთ, მე რომ მქონდეს დალაგებული სტრატეგია, რა როგორ უნდა გავაკეთო, ალბათ, ახლა ხელისუფლებაში ვიქნებოდი. საერთოდ არ მინდა, რომ გაჭირვებულები გვყავდეს, ვიღაც შიმშილობდეს და პური ჰქონდეს სანატრელი, მაგრამ გარდაცვლილების რაოდენობის უფრო მეშინია…“
