„ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს!“ – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნას ეხმაურება:
„მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას? ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, მათზე სანქციები არ მუშაობს, სადაც უნდათ ჩადიან და „შოპინგობენ”. მეორე – არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია, მაგრამ ნებისმიერი სურათი, თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა და ამ სურათებს ამიტომ აფრიალებენ. მოკლედ, ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს !!! მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია…
Posted by Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025
ცნობისთვის, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა – მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა…
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025