LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება, სადაც ის სანქცირებულ ბელარუსელ კოლეგას ხვდება – ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის

108
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტს ეხმაურება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს და წერს, რომ კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია.

„საქართველოს ახლად არჩეული, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარეობს, სადაც ის ბელარუსელ კოლეგას ხვდება, რომელიც სანქცირებულია. ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის!“ – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის მიერ წარდგენილი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღეს. „კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, – წერს უილსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g