პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, „სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტში სხედან, თვითონ კი ტრიბუნასთან დგას“.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები პლენარულ სხდომას ესწრებიან
იოსელიანის განმარტებით, აუცილებლად გამოიყენებს ის ამ ტრიბუნას იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა ბრალდებას და ტალახს პასუხი გასცეს, რომელიც მას და ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლის გამო ესროლეს.
„არ მოველოდი, რომ ჩემი საკითხის განხილვის დროს, როდესაც პირველი მოსმენით გამომაქვს კანონპროექტი, ვიხილავდი „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში და პირველ რიგში, მოგილოცავთ პარლამენტში შემობრძანებას. არ ვაპირებ ახლა, ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა იმ ბრალდებას, იმ ტალახს, რაც თქვენ, თქვენმა პარტიამ მე და ალეკოს გვესროლეთ. ამისი საშუალება აუცილებლად გვექნება, აუცილებლად ყველაფერზე გაგცემთ პასუხს.
უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს, რომ სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან; გესაუბრებით და ბევრი რამის თქმა შემიძლია, ოღონდ მირჩევნია იმ საკითხზე ვილაპარაკო, რაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად ადარდებთ და ჩვენს მოქალაქეებს ადარდებთ ნამდვილად ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის ამბავია, როდესაც ყოველწლიურად ჩვენს გზებზე იღუპება დაახლოებით 450 ადამიანი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა
პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე
ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი
შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე
თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა
პარლამენტში გუბაზ სანიკიძეც მივიდა