სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტებია:
- ზღაპრების ყუთი „ანათე“ – პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭკვიანი სანათის შექმნა, რომლის საშუალებით ბავშვებისთვის ზღაპრების მოყოლა იქნება შესაძლებელი. ზღაპრების ყუთი დადებით გავლენას მოახდენს ბავშვების განვითარებაზე, მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და შეამცირებს გაჯეტებზე დამოკიდებულებას.
- Smart Flow – ფერმერებს სთავაზობს ავტომატურ და დისტანციურად კონტროლირებად სარწყავ მართვის მოდულს და აპლიკაციას.
- MOUSE FOR TOUNGE – პროდუქტი შექმნილია შშმ პირებისთვის და შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები.
საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.