LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავების მონაწილეობით საშინელებათა ჟანრის ისტორიული დრამა გამოდის

307
q2kesPffs3sF52z6fcWxPeJ2aAb

,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავები, კიტ ჰარინგტონი და სოფი ტერნერი ახალი პროექტისთვის გაერთიანდნენ.

საკულტო სატელევიზიო შოუში – Game of Thrones, ჯონ სნოუსა და სანსა სტარკის როლის შემსრულებლებს შუა საუკუნეების გოთიკურ ჰორორში ვიხილავთ.

The Dreadful – ასე ჰქვია ნატაშა კერმანის საშინელებათა ჟანრის ისტორიულ დრამას, რომელშიც მოქმედება ,,ვარდების ომის” დროს განვითარდება.

ცნობისთვის, GOT-ის შემდეგ, ინგლისელ კოლეგებს აქამდე არსად უთანამშრომლიათ. ფილმი, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში დაანონსდა, ეკრანებზე 20 თებერვალს გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები