„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, ემილია კლარკი „პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი“ გახდა. ეს ტიტული 28 წლის მსახიობს ჟურნალმა Esquire მიანიჭა.
ახალ წოდებასთან დაკავშირებით, გამოცემამ მსახიობი ახალი ნომრის გარეკანზეც გამოსახა. კლარკმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ეს ტიტული 40 წლის პენელოპა კრუსმა მიიღო, მანამდე კი რეიტინგს სკარლეტ იოჰანსონი ლიდერობდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სექტემბერში ემილია ჟურნალ GQ-ს ვერსიით „წლის ქალი“ გახდა.