LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

201
FORTUNA.GE-

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს.

დიასამიძეს ამ დრომდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება აჭარის პოლიციას, მას პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა უხელმძღვანელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია, საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

 

magti 5g