სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში 8 წლის მოზარდი გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ასევე არასრულწლოვანი, მე-11 კლასის მოსწავლე ბიჭია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე არასრულწლოვანი დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.