LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორში 15 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

194
პოლიცია

სამგორში 15 წლის ბიჭი დაჭრეს – მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები, დაპირისპირება კი სკოლის მიმდებარედ მოხდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადებს, გამოძიება 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

magti 5g