ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთი არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.