ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ადგილზე ცოტა ხნის წინ სკოლის პედაგოგები მივიდნენ.
მათი განცხადებით, ბავშვები, რომლებიც დღეს სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, მიწამ მოიყოლა. ერთ-ერთი პედაგოგი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ მეწყერში სამი საუკეთესო მოსწავლეა მოყოლილი.
„ჩვენი მოსწავლეები იყვნენ. ძალიან ცუდად ვარ. სამი მოსწავლე, საუკეთესო შვილები არიან. ეძებენ მაშველები. მათი მდგომარეობა არ ვიცით“ – ამბობენ მასწავლებლები.
“საუკეთესო შვილები არიან” | მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები
“3 მოსწავლე იყო ჩვენი… საუკეთესო შვილები არიან” | მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024
ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.
როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი.