დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
„საქართველოში სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი.“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 128, აჭარაში 37, იმერეთში კი 71 გამოვლინდა
საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ბევრ ქვეყანაშია აღმოჩენილი.
თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა
პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება და აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. თუმცა მისივე თქმით, უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება.
რატომ გვაქვს შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი – თამარ გაბუნია განმარტავს