LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა – ეს უწყება არ არის ქვეყნის უკანა ეზო, მისი ოფიციალური განცხადება არის მთავრობის განცხადება.. საქართველო იქნება უკრაინის გვერდით“ – ცაგარეიშვილი

146
გია ცაგარეიშვილი

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, საგარეო უწყება არ არის ამ ქვეყნის უკანა ეზო, მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიულოცეს უკრაინას დამოუკიდებლობის დღე თანამდებობის პირებმა საქართველოში.

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას, ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მასში დისტანციურად მონაწილეობდა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს.

კითხვაზე, მიიღეს თუ არა მიწვევა მთავრობაში, ცაგარეიშვილი უპასუხა, რომ ინფორმაცია არ აქვს:

„საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანას, მერე რა რომ უამრავი აზრთა სხვაობა გაგვაჩნია, მათ შორის, ჩემი არჩევანიც არის სალომე ზურაბიშვილი, ამ ბოლო ხანს რომ სხვანაირად მსჯელობს ხოლმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, ან მე ან სხვას, უფლება აქვს არალეგიტიმურ წარმომადგენლად აღიაროს ქვეყნის, ეს ხომ სისულელე იქნება?!

ამგვარი სიბრიყვე რომ ვინმე ჩვენგანმა თქვას, ამას ხომ არ დაიჯერებთ არც ერთი წამი? ასე რომ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ამ ფორმატში, როგორც შარშან, ისე წელს მონაწილეობდა დისტანციურად, ეს მისი უფლებაა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დეპუტატის თქმით, აქამდე და ამის მერეც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან.

„საქართველო თქვენ გვერდით დგას, თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს“ – სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ პირველ რიგში უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება ცალმხრივად ჩანდეს. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და რჩება მეგობრობა ერებს შორის.

„უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას – რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!“ – ხუნდაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყნის, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება, იქნება სხვა განცხადებებიც, შესაბამისად დაელოდეთ“. – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g