LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

69
EQ7MGBFDZNNOZHABBMT2HV4ASY

სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ეს შეეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

სამხრეთ კორეაში, ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 7.7% ს აქვს გაკეთებული. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული ვაქცინაციის პროცესს გააქტიურებს და სექტემბრისთვის მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“_ის 137 682 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 940 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები