LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის 5 ათასი ლარით დაჯარიმდებით: როგორ მოგვარდება კულტურის პრობლემები

105
SAMSHEBNEBLO 33

გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება. კანონპროექტს მესამე მოსმენით პარლამენტმა მხარი გუშინ დაუჭირა.
დედაქალაქის მერმა აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერისთვის ყველა დეპუტატს მადლობა გადაუხადა.

„ინერტული მასალები გარემოზე დიდ გავლენას ახდენს და ეკოლოგიური თვალსაზრისით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როდესაც მუშაობას შევუდექი, აქტიურად დავიწყე მუშაობა ამ მიმართულებით. გარემოს დაბინძურებისთვის ბევრი ჯარიმა გამოიწერა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის იყო შვება. ეს ადამიანები უპრობლემოდ იხდიდნენ ჯარიმას და გრძელდებოდა ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში და რაიონში, რომლებიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად დედაქალაქისთვის. შესაბამისად ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებკლო პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა დეპუტატს გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მოხდა მთელი რიგი ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში. ჯარიმები გაიზარდა სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირის მიმართ 10-ჯერ. სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი, ნაცლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით.

იურიდიული პირი 1500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 10 000 ლარით.

სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი, რომელიც 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდება 5 000 ლარით. იურიდიული პირი კი 1500 ლარის ნაცვლად 15 000 ლარით.

გარემოს დაბინძურებამდე წასაკითხი კოდექსი: მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმა ორმაგდება

2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება.

 

 

თბილისის მერმა განმარტა, როგორ მოგვარდება პანდემიის დროს კულტურის სფეროს წარმომადგენლების პრობლემები.

„თბილისის მერიამ კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. შევხვდით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათი პრობლემები და მათი წუხილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება იმისთვის, რომ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, იმისთვის, რომ მათ პანდემია დიდი ზეწოლის გარეშე გამოიარონ. ვიწყებთ პროექტების განხორციელებას იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ. მინდა ასევე ერთ სიახლესთან დაკავშირებით გითხრათ. არის რესტორნები, არის კლუბები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. მინდა, ერთი შეთავაზება გავუკეთო მათ. ჩვენ მუნიციპალიტს გაგვაჩნია სხვადასხვა ტერიტორიები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, რომელიც შეიძლება იყოს შენობა ნაგებობები, შეიძლება იყოს უბრალოდ ფართები, ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი გადასახადების გარეშე სანამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები არის, გადმოგცეთ, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განახორციელოთ. ამ სივრცეებში შესაძლებელი იქნება საკლუბო სცენის მოწყობა ღია სივრცეში და თქვენი პროექტის განხორციელება. 

გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც, შესაძლებელი გახდა საკონკურსო პროექტების ფარგლებში ხელოვნების საქმიანობებისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება. ამ მიმართულებას ანდრია ბასილაია ხელმძღვანელობს და ვისაც სურვილი ექნება, მათთან კომუნიკაცია არ იქნება რთული. 

დავიწყებთ „თბილისის ცის ქვეშ“ პროექტის განხორციელებას. სადაც ესტრადის  წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ეს პროგრამა“,  – აღნიშნა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g