LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ თბილისიდან გახვალთ, გამორთეთ გაზი, წყალი და დენი – კახი კალაძე (ვიდეო)

188
91278645-3414500098566566-4827751688351776768-o

თბილისის მერი დედაქალაქიდან გამსვლელ მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. კახი კალაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა მოსახლეობამ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. კალაძე დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას, მოუწოდებს საცხოვრებელი ბინებისა და სახლების დატოვებებადე ყურადღებით შეამოწმონ, არის თუ არა გამორთული ბუნებრივი აირი, წყალი და დენი.

„თბილისელებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ, კარგად შეამოწმონ ბინები, ყურადღება მიაქციონ საკუთარ საცხოვრებელში ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის გამორთვას იმიტომ, რომ ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს. შეიძლება, ბუნებრივი აირი დარჩეს ჩართული და ამან ფატალური შემთხვევები გამოიწვიოს. ამიტომ შეამოწმეთ თქვენი ბინები, სახლები, გამორთეთ ბუნებრივი აირი, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ისაუბრა კიკეთის დასახლებაზეც და განმარტა, რომ საგუშაგო, რომელიც ამ დროისათვის კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, გადაიწევს. მისი თქმით, აღნიშნულ დასახლემაში მცხოვრებ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.

„გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და სამხედროები იმყოფებიან და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად, არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან მათ, ვინც ყოველდღიურად ადის და ჩამოდის, არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა კალაძემ.

ვის არ ეხება მოძრაობის შეზღუდვა თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს

მიმართვა, რომელიც მერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, საუბრობს ასევე რეკომენდაციებზე. კალაძემ მორწმუნეებს მოუწოდა დარჩნენ შინ და ილოცონ სახლში სხვების სიცოცხლისთვის. კალაძის თქმით, წესების და განკარგულებების მაქსიმალურად დაცვის შემთხვევაში, ქვეყანა სწრაფად შეძლებს არსებული მდგომარეობიდან გამოსვლას.

„ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები და რჩევები, რომელზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. ყველას მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, შევიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან, ერთმანეთთთან კომუნიკაციისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. თუ ჩვენ შევასრულებთ ამ მოთხოვნებს, ძალიან სწრაფად და ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“, – აცხადებს კახი კალაძე.

 

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/247378509722366/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g