პირველად, დიდი ხნის შემდეგ, სანდრა ბალოკი ლუიზიანას შტატში დააფიქსირეს. გაირკვა, რომ 54 წლის მსახიობმა, რომელიც პაპარაცების ობიექტივში შვილებთან და ბოიფრენდთან, ბრაიან რენდალთან ერთად მოხვდა, ,,მარდი-გრა” აღნიშნა.
საინტერესოა, რომ ამერიკელი ვარსკვლავის ვიზიტი ახალ ორლეანში სიმბოლურია, რადგან ,,ოსკაროსანმა” ლამაზმანმა 9 წლის ვაჟი, ლუი და 5 წლის ქალიშვილი, ლაილა სწორედ ლუიზიანადან იშვილა.
შეგახსენებთ, რომ სანდრა ბალოკისა და ბრაიან რენდალის რომანი სტარტს 2015 წლიდან იღებს.