„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღიად საუბრობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. მუქარის მიზეზი კი დავით გარეჯის საკითხზე მისი პოზიცია და აქტივობაა.
ის აღნიშნავს, რომ ჩანაწერები უკრაინაში კეთდება. მასში დისკრედიტაციის შემცველი არაფერია, თუმცა შესაძლოა ჩანაწერები დამონტაჟებული და ერთმანეთზე გადაბმული იყოს.
„ქართული მარშის” ლიდერი ასევე გამოეხმაურა იმ ჩანაწერს, სადაც იგი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვიცე პოლკოვნიკს, ივანე მოროზოვს რუსეთიდან გაზის, პროპანის და თხევადი გაზის იმპორტზე ესაუბრება.
ამ საუბრის შესახებ კი ბრეგაძე აღნიშნავს, რომ მოროზოვი მისი მეგობარია და საუბარშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
თუმცა ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით იკვეთება, რომ „ქართულ მარშს“ კავშირი აქვს რუსეთთან.