ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სასულიერო პირის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„მამა იოანე ძალიან მატკინე გული. საოცარი ძმა და მეგობარი დავკარგე, მაგრამ ზეცაში, ღვთის წინაშე მეოხი შევიძინე“,- წერს მამა შალვა კეკელია.
მამა იოანე ძალიან მატკინე გული. საოცარი ძმა და მეგობარი დავკარგე, მაგრამ ზეცაში, ღვთის წინაშე მეოხი შევიძინე?
Posted by მამა შალვა on ოთხშაბათი, 10 იანვარი, 2024
ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი იოანე სიჭინავა 10 იანვარს გარდაიცვალა.
მამა იოანეს ბათუმის მირქმის სახელობის ტაძრის ეზოში შაბათს, 13 იანვარს, 15:00 საათზე დაკრძალავენ.