როგორც ცნობილია, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 19 წლის ქალიშვილს, დევას ახალი გულის სწორი ჰყავს. ახალგაზრდა, წარმატებული მოდელის შეყვარებული, 24 წლის იტალიელი მსახიობი, საულ ნანია. მსახიობმა „ინსტაგრამზე“ დევასთან გადაღებული ერთობლივი ფოტო გაავრცელა, რომელშიც გოგონას კისერში კოცნის. სხვათა შორის დევა კასელის არჩევანით კმაყოფილები არიან მისი მშობლები, მათ საულის ფოტო მოიწონეს.
აღსანიშნავია, რომ საულს წარმატებულ კინო კარიერას უწინასწარმეტყველებენ. მას უკვე ოთხ კინოპროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ესენია: Alex & Co, „სიყვარული და მარცხი“, „რიჩონეს მზის ქვეშ“ და აგრეთვე შედარებით ახალი ფილმი Brado, რომლის პრემიერა გასულ წელს შედგა.
„იტალიური თოჯინა“ – დევა კასელი რომის ქუჩებში „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო რგოლის გადაღებების დროს