LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებს ვიზიტები არ აკლია – ზოიძე გუგუტიანთკარის მაცხოვრებლის მოთხოვნაზე

84
BeFunky Collage

“ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ” – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტების კითხვას იმაზე, თუ რატომ არ ჩადიან პირველი პირები სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ ავლებს ე.წ. საზღვარს. 

რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი, კი ბატონოო – საკრებულოს წევრი

როგორც ის ამბობს, ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.

მისი თქმით, საოკუპაციო სოფლებს “ვიზიტები არ აკლია”.

“კარგით ეხლა რა, ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. თანამდებობის პირებიც ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ.

დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან ვისგანაც შესაძლებელია”, – განაცხადა ზოიძემ.

„მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და ისხედით თბილისში მშვიდად“ (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g